ჰააგაში აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, 2020 წლის 14 აგვისტოს ჰააგაში, კინოთეატრ Pathe Buitehof-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმის „შინდისი“ ჩვენება და მოეწყო აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, გიორგი შარვაშიძემ. ელჩმა ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციულ და დესტრუქციულ ქმედებებზე, მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების არნახულ მასშტაბებზე, ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი მხარდაჭერის მობილიზების მიმართულებით.
ღონისძიებას დაესწრნენ ნიდერლანდების ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.