ნიუ-იორკის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი”
ნიუ-იორკის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილი გახდა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” სექციაში Main Slate.
ნიუ-იორკის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება 25 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით. მანამდე კი დეა კულუმბეგაშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი.
ფილმი “დასაწყისი” იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი პრესტიჟულ ფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა” სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული” აჩვენეს.