უპრეცედენტო პროექტი – უცხოეთში მოქმედი საკვირაო სკოლებისთვის გზამკვლევი შეიქმნა

მალე ათენში საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი გზამკვლევის პრეზენტაცია შედგება, რომელზე მუშაობაც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. გზამკვლევი არაფორმალური განათლებისთვისაა შექმნილი და ეფუძნება განათლების უცხოელი და ქართველი მკვლევარების ნაშრომებს. წიგნი 130 გვერდისაგან შედგება, მასში შეტანილია პრაქტიკული გაკვეთილების თეორიული ნაწილი და დღევანდელი პოპულარული ენის მცირე პროფესიული ლექსიკონი განმარტებებით.

სახელმძღვანელო სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარების, დაგეგმვისა და დანერგვის ექსპერტმა, ეროვნული სასწავლო გეგმის სპეციალისტმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, როლანდ ხოჯანაშვილმა, თავის გუნდთან ერთად შექმნა. ნაშრომი ათენის ვახტანგ VI სახელობის ქართული საკვირაო სკოლის დამფუძნებელის, დარეჯან ღამბაშიძის კონსულტაციების და მხარდაჭერის შედეგად შეადგინეს. როდისთვის იქნება წიგნი ხელმისაწვდომი უცხოეთში მოქმედი და ახალგახსნილი საკვირაო სკოლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის? რა ახალ გამოცდილებას შეიძენენ მისი საშუალებით პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები? ამ საკითხებზე საუბრობენ ვლოგში დარეჯან ღამაბშიძე და როლანდ ხოჯანაშვილი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები