“მოდი და არ გიყვარდეს ეს საოცარი ხალხი”- ემიგრანტის წერილი

სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტის წერილი გავრცელდა, სადაც ავტორი ამერიკელი ხალხის დამოკიდებულებაზე ყვება და მადლობას უხდის მათ საქართველოსათვის გაწეული დახმარებისათვის. 

“ჩემ ამერიკელ მეგობარს ვეუბნები: იცი, ძმაო, მე მადლობას გიხდი შენც, შენ ქვეყანას და შენ ხალხსაც.

გაოცებული მეკითხება, მადლობას რატომ მიხდიო.

იმიტომ, რომ შენი ქვეყანა ამერიკა ჩემს ქვეყანა საქართველოს ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს ჩუქნის ისე, რომ არც ვალი აქვს საქართველოსი და არც მსგავსი დავალიანება.

გაეცინა და მეუბნება: სიმართლე გითხრა, არ ვიცოდი, ძმაო და უყურე შენ ამ წუწურაქებს, რა ცოტას გაძლევენ, თუმცა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთო.

წარმოიდგინეთ, ეს ჩემი მეგობარი ამერიკელი ყოველ დღე, დილის შვიდი საათიდან საღამოს 10 საათამდე ვირივით მუშაობს, მერე ხელფასის დროს გარკვეულ ნაწილს სახელმწიფო აჭრის, ამ ფულით დგება ამერიკის ბიუჯეტი, რომლითაც საქართველოსნაირ ქვეყნებს ეხმარებიან და არც კი დაუწუწუნია, რომ მისი გადახდილი ფულით საქართველოს ეხმარება ამერიკა, ეგ კი არადა პირიქით ის თქვა, რა ცოტას უგზავნის საქართველოსო.

მოდი და არ გიყვარდეს ეს საოცარი ხალხი”

წყარო: რეალური ამერიკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები