ლიეტუვურმა წამყვანმა რადიომ გია ყანჩელის ხსოვნას გადაცემა მიუძღვნა 

11 აგვისტოს წამყვანი ლიეტუვური რადიოს „LRT“-ს ეთერში გავიდა გადაცემა, რომელიც ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა.

აღნიშნულ გადაცემაში ლიეტუველ მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა ახლოს გაეცნო გია ყანჩელის ბიოგრაფია და მოესმინა მისი შემოქმედებისთვის.

გადაცემაში ასევე აღინიშნება საინტერესო ფაქტი, რომ აშშ-ში მოღვაწე ცნობილი ლიეტუველი პიანისტი, ანდრიუს ზლაბისი ხშირად ასრულებს ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებს და კიდევ უფრო დიდ აუდიტორიას აცნობს მის შემოქმედებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.