ლეგალური დასაქმება ევროპაში და საქართველოს პერსპექტივები – რატომ იზრდება უცხოურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა?

უკანონო მიგრაციის ალტერნატიული გზა – ლეგალური დასაქმება ევროპაში. რა შედეგები და  პერსპექტივები აქვს საქართველოს ამ კუთხით. ევროპაში ქართველების ლეგალური დასაქმების შანსები ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო იზრდება, თუმცა ბოლო პერიოდში პანდემიამ და შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ სირთულეების წინაშე შრომითი მიგრანტებიც დააყენა. რა იქნება შემდეგ ეტაპზე, როგორ წარიმართება პროცესები? თუ იგეგმება გაიხსნას გზა შრომითი მიგრანტებისთვის?

როგორ დავსაქმდეთ ევროპაში ლეგალურად, რა უნდა გავაკეთოთ რომ არ გავებათ მახეში და არ აღმოვჩნდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი – ამ და სხვა საკითხებზე ვიდეობლოგ ,,მედიატორში“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი გიორგი ბუნტური საუბრობს.

,,ფორსმაჟორულმა მდგომარეობამ დიდი გავლენა მოახდინა შრომით მიგრანტებზე. პანდემიის გამო, უცხოეთში დასაქმებულმა ბევრმა საქართველოს მოქალაქემ დაკარგა სამსახური და დაუბრუნდა სამშობლოს. შედეგად, მიმღები ქვეყნები, სადაც დასაქმებულები იყვნენ ჩვენი მოქალაქეები, პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მოაკლდათ დიდი რაოდენობის სამუშაო ძალა. ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს ამ ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ბუნებრივია, კიდევ უფრო გაიზარდა უცხოურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა. დღეს ეს ქვეყნები ორმაგად დაინტერესებულნი არიან, რათა დროულად იპოვონ გზები და საშუალებები, შეიყვანონ და კვლავ დაასაქმონ უცხოელი თანამშრომლები. ეს პროცესი აუცილებლად იქნება და ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც უცხოეთში ლეგალურად დასაქმება სურს, საშუალება მიეცემათ როგორც სახელმწიფო სქემების ფარგლებში ასევე დამოუკიდებლად განახორციელონ გეგმები“ – ამბობს ინტერვიუში გიორგი ბუნტური.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები