საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი – ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელოვანი მუსიკოსი და ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი – ანზორ ერქომაიშვილი – ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო და ანზორ ერქომაიშვილს საპატიო ჯილდოს მიღება მიულოცა.
ანზორ ერქომაიშვილს სახელმწიფო ჯილდო ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში საზეიმოდ გადაეცა.