“უარყოფითი რიცხვები” საოკუპაციო ხაზთან

“უარყოფითი რიცხვები” საოკუპაციო ხაზთან – უტა ბერიას ფილმის ჩვენება სოფელ მერეთში გაიმართა.

ღონისძიება პროექტ “ზაფხულის კინოსკოლის” ფარგლებში შედგა. ჩვენებას რეჟისორი,  უტა ბერია ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან – თედო ბექაურთან ერთად დაესწრო.

“უარყოფითი რიცხვები” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.

მერეთის გარდა “უარყოფით რიცხვების” ჩვენებები გაიმართება შემდეგ სოფლებში: ჯვარი, შუაფხო, ხობი, საჯიჯაო, ახუთის თემი, ზოდი და მეჯვრისხევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.