“დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით…”

როგორც იცით,  „საქართველოს რკინიგზამ“  ახალი პროექტი დაიწყო. მატარებლების მგზავრები მოგზაურობას ისტორიულ ექსკურსიას შეუთავსებენ, ადამიანები, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ, ამა თუ იმ მხარის შესახებ ისტორიებს სპეციალისტები უამბობენ.

10 აგვისტოს. თბილისი-ფოთის რეისს მარიკა ბაკურაძე შეუერთდება და საინტერესო ისტორიებს მოუთხრობს მგზავრებს.

„ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში” მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის – ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.

დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.

შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები.

იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად!“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები