“ცოტა ხნით დაჭრილების შემოყვანა შეწყდა და დათო ექიმი ჭიშკრისკენ იყურება”

ომი ბრძოლის, შეტაკებების, სამხედრო მოქმედებების ისტორია არაა – ომი ადამიანების ისტორიაა, მათი, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესიის საშინელება.

ომს ყოველთვის იმაზე მეტი გმირი ჰყავს, ვიდრე ცნობილი ხდება – უბრალო ადამიანები, რომლებმაც საკუთარი პროფესიული თუ უბრალოდ სამშობლოს წინაშე არსებული მოვალეობა ჩუმად და გმირულად შეასრულეს.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ექიმი, დათო ქოჩიაშვილია, რომლის შესახებაც სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო კვაჭანტირაძე წერს.

“ამ დღეს, წელსაც და სულ დავდებ ამ ფოტოს-
ეს ექიმი დათო ქოჩიაშვილია, 12 წლის წინ, ამ დროს, გორის ჰოსპიტალში ერთ ახლობელს ჩუმად გადაუღია და თან მიაწერა – ცოტა ხნით დაჭრილების შემოყვანა შეწყდა და დათო ჭიშკრისკენ იყურება, მისი შვილი რეზერვში იყო და გიორგის გამოჩენას ელოდებაო…
გული ამიფეთქდა, ის დღეები გამახსენდა და გამახსენდა ისიც, ივიკოს რომ ვეძებდი, დათოს დავურეკე და სულ ერთი ფრაზით “დამამშვიდა”- კვაჭი, ნუ ნერვიულობ, ჩემი გიორგიც იქააა და მივხვდი, მეტს ვერაფერს ვკითხავდი … ამ ფოტოზე და საერთოდაც, დათო ექიმია, მამაცაა და ამ ქვეყნისთვის დაბადებული კაციც…
დათოსთან ერთად ომში წასვლაც იმედიანად შეიძლება!!!” – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.