საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა
რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 12 წლისთავთან დაკავშირებით, 7 აგვისტოს, ავსტრიაში საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა “ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის” წევრებთან. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებზე, აგრეთვე, სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ელჩის მოხსენების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა სტუდენტების აქტიური თანამონაწილეობით.
სტუდენტებთან შეხვედრის პარალელურად საელჩოში გაიმართა 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა.