Pegasus Airlines-ი თბილისსა და სტამბოლს შორის ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

პანდემიის გამო საქართველოსა და თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა და ფრენები ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ აღდგენილა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, Avia.ge- ს ინფორმაციით, Pegasus Airlines-ი თბილისსა და სტამბოლს შორის ჩარტერულ ავიარეისებს განახორციელებს.

ჩარტერული ავიარეისები სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე 16 და 23 აგვისტოს შესრულდება. ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში შესრულდება.

რაც შეეხება საზღვრის კვეთის პირობებს, თურქეთში გამგზავრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც თურქეთის სამუშაო მოწვევა აქვთ.

ევროპაში გამგზავრების მსურველთათვის კი, Pegasus-ის ჩარტერული რეისებით სარგებლობა შესაძლებელია ტურისტული მიზნით გერმანიის რამდენიმე ქალაქში, თუ სტამბოლს ტრანზიტად გამოიყენებთ. ეს ქალაქებია: ბერლინი, დუსელდორფი, მიუნხენი, შტუტგარდი, კიოლნი, ფრანკფურტი და ჰამბურგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.