ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს

პოპულარული ქართველი მომღერლის ახალი სიმღერებისთვის ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში ხუთი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მსოფლიო მასშტაბით მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით გაეცნობა.

„ჩემთვის აჭარაში ვიდეოგადაღება პირველია. ყველა ზაფხული ბათუმში მაქვს გატარებული. ჩემთვის ბათუმი და შავი ზღვა არის სიხარული,“ ამბობს ქეთი მელუა, რომლისთვისაც საქართველოზე ლამაზი ქვეყანა სხვაგან არსადაა და მას მოლოდინი აქვს, რომ ვიდეორგოლები ძალიან ლამაზი და პოზიტიური გამოვა.

გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავს, რომელმაც თითოეული სამოსი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა. ვიდეოგადაღებები რეგიონში დღეს სრულდება. საყვარელი მომღერლის აჭარაში გადაღებულ ვიდეორგოლებს, რომელიც მერვე ალბომის ორი სიმღერისთვის იქმნება მაყურებელი ეკრანებზე უკვე შემოდგომაზე იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.