ყავის ქართული კომპანია „მეამას“ შენობა „ Architizer A+Awards“-ის 3 ნომინაციის გამარჯვებულია

ყავის ქართული კომპანია „მეამას“ შენობა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის „Architizer A+Awards“ გამარჯვებულია.

„მეამას“ შენობა სამ კატეგორიაში იყო წარდგენილი – საოფისე სივრცე (25 ათას კვადრატულ მეტრზე ნაკლები), ოთხსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი და სამივე ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

„მეამა მსოფლიოში საუკეთესო ოფისად დღეს დასახელდა!

გვეამაყება, რომ Architizer A+Awards-ის სამივე წარდგენილ ნომინაციაში დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ.

მადლობა, რომ #მხარიდაუჭირექართულს“ – ნათქვამია „მეამას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მდებარე ყავის კომპანიის ოფისის პროექტი  გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. პროექტი მოიცავს ყავის მწარმოებელ ფაბრიკას, ოფისებს, სივრცეებს ყავის დაგემოვნებისთვის და ასევე მცირე გამოფენებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.