ახალი ამბები ჩემი უფლებები

უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

უცხოეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის დატოვება ვერ შეძლეს, ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში შესულ  ცვლილებებში.

„ცვლილებების თანახმად, 14 მარტიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში ლეგალურად ყოფნის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ქვეყანაში ყოფნის ვადა გაუვიდათ, თუმცა, ქვეყანაში მათი ყოფნა გარკვეული გარემოებებით არის გამოწვეული.

საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადის ამოწურვის შემდეგ უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია ქვეყანა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმა ან ქვეყნიდან გაძევება ემუქრება, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვას ორიდან ხუთ წლამდე ვადით.“ – ნათქვამია განკარგულებაში.

სხვა სიახლეები

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს ევროპის 6 ქალაქიდან ჩამოიყვანენ

Editor

გიგა ჭიკაძის მორიგი გამარჯვება UFC- ში – მან მექსიკელი ირვინ რივერა დაამარცხა

Editor

“Stumari” – შვედეთში ქართული პაბი გაიხსნა

Editor

ქართველმა მწერალმა „ბერლინელი ავტორების 2020 წლის სტიპენდია“ მიიღო

Editor

ჰარი პოტერის ღამე 2020

Editor

ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლის ემოციური ამბავი – როგორია ერთი სამუშაო დღეს პანდემიისას

Editor