ლატვიაში ქართული ღვინის დეგუსტაციების ციკლი გაიმართა

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ლატვიურ მარკეტინგულ კომპანია “Tribe International”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2020 წლის ივლისის თვეში, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ქართული ღვინის დეგუსტაციების ციკლი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინო გაყიდვების სფეროსა და პრესის 50-მდე წარმომადგენელს წარედგინა.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. დაგეგმილი ღონისძიებები ეხმარება ბალტიისპირეთის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას.

სააგენტოს მხარდაჭერით, დეგუსტაციებზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 70-მდე კომპანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები