ჭიათურის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა და სადგური

ჭიათურაში მანგანუმის მადნის საბადოს აღმოჩენის შემდეგ, წიაღისეულის სწრაფად და დიდი რაოდენობით გადაზიდვის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

თავდაპირველად, მანგანუმის მადანი ურმებით გადაჰქონდათ, რაც საბადოს ათვისების საქმეში დიდ პრობლემას ქმნიდა.

თუმცა, სწორედ ამ დროს, საკითხის მოგვარება დიდმა საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწემ – ნიკო ნიკოლაძემ გადაწყვიტა. მას კარგად ესმოდა, რომ ჭიათურა-შორაპნის სარკინიგზო ხაზის გაყვანა ხელს შეუწყობდა როგორც დარგის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ამ საკითხში მას ილია ჭავჭავაძე და გიორგი წერეთელიც უჭერდნენ მხარს.

ნიკო ნიკოლაძის დიდი მცდელობის შემდეგ, 1891 წლის 15 ივნისს, იმპერატორმა ხელი მოაწერა ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის ვიწროლიანდაგიანი ხაზის მშენებლობას, რომელიც 1892 წლის 4 თებერვალს ესქპლუატაციაში შევიდა.

თავდაპირველად რკინიგზით მანგანუმის მადანი და სხვადასხვა ტვირთი გადაჰქონდათ. ხოლო, ოთხი ვაგონი მგზავრებს ემსახურებოდა.

ფოტოზე სწორედ ჭიათურის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა და სადგურია ასახული.

წყარო: საქართველოს რკინიგზა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.