საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა 

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ქეთევან ციხელაშვილი საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გრაცს ეწვია, სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა დიასპორული ორგანიზაციის -„შტირიის მხარეში ქართული კულტურისა და ისტორიის კავშირი“ -ს ხელმძღვანელთან, ზვიად ხურციძესთან და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ გრაცის საკვირაო სკოლა „იმედის“ ხელმძღვანელთან, რუსუდან ზაზაშვილთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებს, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ელჩმა მოინახულა საკვირაო სკოლა „იმედის“ სივრცე, სადაც მოსწავლეები ორგანიზაცია Weichenstellwerk Graz-ის ხელშეწყობით, ქართულ ენასა და ლიტერატურას ეუფლებიან. საკვირაო სკოლის მონახულების შემდეგ მოსწავლეებმა საელჩოს წარმომადგენლებისთვის წარმოდგენა გამართეს, სადაც შესრულდა ქართული სიმღერები და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ელჩმა მადლობა გადაუხადა სკოლის ხელმძღვანელს გაწეული საქმიანობისთვის და საელჩოს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა სამომავლო პროექტების განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.