მარიამ ბაწაშვილი გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ონლაინკონცერტს გამართავს

გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი პიანისტი, მარიამ ბაწაშვილი გერმანიაში მცხოვრები ქართველი თანამემამულეებისათვის კონცერტს 6 აგვისტოს, საღამოს ცხრა საათზე გამართავს. 

ვაიმარში მცხოვრები ქართველი პიანისტი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მსოფლიო აღიარება კი 2014 წელს, უტრეხტის საფორტეპიანო კონკურსზე მოიპოვა. „პიანისტი, რომელიც  ყოველ მუსიკალურ ფრაზას რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად აქცევს“ – ასე დაასათაურა მისდამი მიძღვნილი სტატია ჰოლანდიურმა  გამოცემამ „NRC Handelsblad“.

კონცერტი გერმანიაში საქართველოს საელჩოს რუბრიკის ნაწილია, რომლის მიზანსაც გერმანიაში მყოფი ქართველი ხელოვანებისა და მათი შემოქმედების წარმოჩენა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ონლაინკონცერტებისა და ვიდეორგოლების მომზადება.

როგორც გერმანიაში საქართველოს საელჩო აღნიშნავს, ქართველები წარმატებით მოღვაწეობენ უცხოეთში და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაშიც საკუთარი დიდი წვლილი შეაქვთ.

პროექტში მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის წარმომადგენლები მიიღებენ, რომელთა კონცერტებიც საელჩოს სოციალური ქსელის გვერდზე წინასწარ დაანონსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.