არტ-დეკო – სტილი, რომელიც ამტკიცებს, რომ სრულყოფილება დეტალებშია 

რთულია, შექმნა სრულყოფილი ინტერიერი, რომელიც ერთდროულად იქნება პრაქტიკული და დახვეწილი, ასახავს მისი შემქმნელის პიროვნებას და ამავდროულად, ყველა მნახველისათვის შექმნის კომფორტს. თუმცა, ყოველთვის არსებობენ ელემენტები, რომლებიც არაფრით გამორჩეულ ინტერიერს ხელოვნების ნიმუშად აქცევენ, შემატებენ მას მაღალი გემოვნების შტრიხებს და ვიზუალური აღქმის სულ სხვა საფეხურზე გადაიყვანენ. 

არა მხოლოდ დიზაინერები სესხულობენ ხელოვანებისაგან მუზებს, არამედ ხშირად ინტერიერიც ხდება ხელოვანების ინსპირაცია. ისევე, როგორც ეს გასულ საუკუნეში მოხდა, მაშინ, როცა ინტერიერის დეკორაციის ხელოვნებამ ისეთ სფეროებზეც კი იქონია გავლენა, როგორიც ავტომშენებლობა ან მოდა იყო – 1920-იანი წლებიდან არტ-დეკო ხელოვნების განუყოფელ ნაწილად იქცა და ზუსტად ერთი საუკუნეა, აქტუალობას არ კარგავს.

 

თავად სიტყვა არტ-დეკოც ამბობს, რომ სწორად შერჩეული დეკორაცია ხელოვნებაა და რომ სრულყოფილება დეტალებში იმალება: 

არტ-დეკო ადრეული XX საუკუნის მიმდინარეობაა დეკორაციულ ხელოვნებაში, რომელმაც ასევე ზეგავლენა იქონია იმდროინდელ არქიტექტურაზე, მოდასა და ვიზუალურ ხელოვნებაზე. არტ-დეკო სიმსუბუქითა და მდიდრული ელემენტებით გამოირჩევა, იგი აერთიანებს რამდენიმე კულტურას: აფრიკულ ეგზოტიკას, ინდურ მოტივებსა ეგვიპტურ ხელოვნებას.

არტ-დეკომ სახელი 1925 წელს პარიზში ჩატარებული მსოფლიო ექსპოზიციიდან — Exposition Internationale des Arts Décoratifs et Industriels Modernes (თანამედროვე ტექნიკისა და დეკორაციული ხელოვნების საერთაშორისო ექსპოზიცია) ისესხა, სადაც გამოფენილი იყო ფრანგული ფუფუნების საგნები და რომელიც გაიმართა მეტწილად მსოფლიოს დასარწმუნებლად იმაში, რომ პარიზი კვლავაც რჩებოდა სტილის საერთაშორისო ცენტრად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. მიუხედავად ამისა, არტ-დეკოს ისტორია ამ ექსპოზიციით არ დაწყებულა -ის  წამყვანი სტილი იყო ევროპაში ადრეულ 1920-იან წლებში, ხოლო აშშ-ში კი მხოლოდ 1928 წელს შეაღწია, სადაც მან სწრაფად მოახდინა ტრანსფორმაცია ე.წ. „სტრიმლაინ მოდერნში“.

 

არტ-დეკოს ხშირად ვიზუალური ხელოვნების სტილსაც უწოდებენ. მისი დეტალები არა მხოლოდ ინტერიერს, არამედ სხვა სფეროების დიზაინსაც შეეხო. მაგალითად ავეჯს, ძვირფასეულობას, მანქანებს, თეატრს, კინოს…

მისი მიმდევრები შეთანხმებულად არ მუშაობენ, სტილი უფრო ეკლექტურად მიიჩნევა და მასზე გავლენას მრავალ წყაროს მიაწერენ.​ ექსტრავაგანტული მიქსი მიმართულია იმისკენ, რომ გააოცოს და აღაფრთოვანოს მნახველები.

 

ამ სტილს, ძირითადად, ირჩევენ განსაკუთრებული გემოვნების მქონე, ფუფუნების მოყვარული. ელიტური ფენის წარმომადგენლები. იგი მათთვისაა, ვისაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების და უყვარს ირგვლივ მყოფების გაოცება ექსკლუზიური საგნებით.

არტ-დეკოს ძირითადი მახასიათებლებია მკვეთრი ხაზები და კონტრასტული და გამოკვეთილი კონტურები, ექსკლუზიური საგნები, სარკეები, ხე, ნატურალური ტყავი, ხავერდი, ლაკირებული ზედაპირები, ალუმინი , ლატუნი

იმისათვის, რომ გამოკვეთოთ არტ-დეკო სტილი ინტერიერის დიზაინში, აუცილებელია ძვირფასი და იშვიათი მასალების გამოყენება, რადგან ეს არის ინტერიერის დიზაინის ზუსტად ის მიმართულება, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მშვენიერება დეტალებშია .

 

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები