ქართველმა ემიგრანტებმა პოლონეთის აჯანყების ქართველი მონაწილის ხსოვნას პატივი მიაგეს 

პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ვარშრავის აჯანყებაში მონაწილე ახალგზარდა ქართველის, ირინა სხირტლაძის, იგივე „ირკა“ -ს ხსოვნას პატივი მიაგეს.

ირინა სხირტლაძე ყოფილი ქართველი იუნკრის, 1940 წელს კატინის ტყეში დახვრეტილი პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის, კაპიტან არკადი სხირტლაძის შვილი გახლდათ. ქართველი ოფიცრის ქალიშვილი არ იყო ვალდებული, მონაწილეობა მიეღო ვარშავის აჯანყებაში. მიუხედავად ამისა, იგი აქტიურად ჩაება ანტიფაშისტურ მოძრაობაში და გახდა „პარასოლის“ ბატალიონის მეკავშირე და სანიტარი.

მისი სიცოცხლე ლუდნას ქუჩაზე გერმანელთა ტყვიამ იმსხვერპლა, როდესაც იგი მძიმედ დაჭრილი ბატალიონის უფროსის დახმარებას ცდილობდა.

ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისათვის ირინა სხირტლაძე დაჯილდოებულია მედლით „მამაცთა ჯვარი”.

დაკრძალულია ვარშავის პოვონზკის ცნობილ სამხედრო სასაფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.