ახალი ამბები განათლება დიასპორები სლაიდერი

საბერძნეთში ბესიკ ხარანაულის პოემის „ხეიბარი თოჯინა“ ბერძნული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

2020 წლის 31 ივლისს, საბერძნეთში საქართველოს საელჩოში,  ბესიკ ხარანაულის პოემის „ხეიბარი თოჯინა“ ბერძნული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

მწერალთა სახლის მხარდაჭერით, ბესიკ ხარანაულის პოემა ითარგმნა ბერძნულად და  „Vakxikon Publications“ მიერ გამოიცა.

ბესიკ ხარანაულის პოემიდან ნაწყვეტები ბერძნულ ენაზე წაიკითხა მწერალმა და მომღერალმა იოვანამ, ხოლო ქართულ ენაზე – საბერძნეთის ეროვნული თეატრის მსახიობმა დავით მაღალდაძემ.

ბესიკ ხარანაული წერილობით მიესალმა თავმოყრილ საზოგადოებას და თავისი პოემის შესახებ უამბო.

ღონისძიების დასასრულს იოვანამ და ათენის ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა „კავკასია“ ორ ენაზე შეასრულა „თბილისო“ და „სულიკო“.

ღონისძიება მცირე მიღებით დასრულდა.

საქართველოს მწერალთა სახლი და გამომცემლობა Vakxikon Publications ახლო მომავალში, ბერძნულ ენაზე,  კიდევ რამდენიმე თარგმანის გამოცემას გეგმავენ (თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია და წიგნი თბილისზე).

სხვა სიახლეები

ეროვნული ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელები თანამშრომლების ნაცვლად იმუშავებენ 

Editor

იტალიელი ბაბუა ქართველი “ბადანტის” შვილების ძიძა

Editor

მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსი ილუსტრატორებისთვის

Editor

საჯარო ლექცია: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები

Editor

„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Editor

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 13 პაციენტი განიკურნა 

Editor