ვარშავის აჯანყებაში მებრძოლი ქართველი გოგონა

1944 წლის აგვისტოში, ვარშავის აჯანჯების დაწყების პირველივე დღეებში, ირინა სხირტლაძე ფსევდონიმით „ირკა“ პოლონეთის წინააღმდეგობის არმიაში მოხალისედ ჩაეწერა და „პარასოლის“ ბატალიონის მეკავშირე და სანიტარი გახდა.

იგი აქტიურად ჩაება ანტიფაშისტურ მოძრაობაში და ბატალიონთან ერთად ბრძოლის მთელი გზა განვლო ვარშავის ვოლას უბნიდან ძველი ქალაქის გავლით ცენტრამდე და ჩერნიაკოვამდე.

1944 წლის 14 სექტემბერს იგი ლუდნას ქუჩაზე გერმანელთა ტყვიამ იმსხვერპლა, როდესაც ის მძიმედ დაჭრილი ბატალიონის უფროსის დახმარებას ცდილობდა. 1944 წლის 12-14 სექტემბერს სწორედ ვარშავის ამ უბანში მიმდინარეობდა გააფთრებული შეტაკებები აჯანყებულებსა და გერმანელებს შორის.

ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისათვის ირინა სხირტლაძე დაჯილდოებულია მედლით „მამაცთა ჯვარი“, რომელიც 1920 წელს დააწესა პოლონეთის დაცვის საბჭომ.

ირინა სხირტლაძე  ვარშავის პოვონზკის ცნობილ სამხედრო სასაფლაოზეა დაკრძალული.

წყარო: ქართული დიასპორა პოლონეთში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები