ტარას ღვინის სკოლა ქართული ღვინის შესახებ წერს

ტარას ღვინის სკოლა ნორვეგიაში ერთ-ერთი ცნობილი მეღვინეობის სკოლაა, რომელიც პერიოდულად აქვეყნებს საინფორმაციო ხასიათის სტატიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეღვინეობის შესახებ – ამჯერად მათი ყურადღება საქართველომ მიიპყრო. 

სტატიის ავტორი ქართული ღვინოს მთავარ მახასიათებლად მის ბუნებრიობას მიიჩნევს – “აქ ჯერ კიდევ ძველი მეთოდებით მზადდება ღვინო, საწნახელში ჩაჭყლეტილი ყურძნის მტევნები სპონტანურ დუღილს ქვევრებში აგრძელებენ ისე, რომ მეღვინის მხრიდან ჩარევა მინიმალურია და მხოლოდ მცირე რაოდენობის გოგირდით შემოიფარგლება, მისი ფერი, გემოვნური მახასიათებლები და კონსისტენცია მხოლოდ ყურძნის მტევნის, თიხისა და მეღვინის ოსტატობის დამსახურებაა. ” – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებასაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ აქ ყველა გემოვნებისა და სურვილის ადამიანისათვის აირჩევა შესანიშნავი ღვინო, რომელიც შესანიშნავადვე შეეხამება ნებისმიერ კერძს და მას პიკანტურობას შესძენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები