ახალი ამბები ჩემი უფლებები

საქართველოს მიმართულებით აგვისტოში დაგეგმილი კომერციული და სარეპატრიაციო ფრენების განრიგი ცნობილია 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში ავიაკომპანია “Georgian Airways” კომერციული ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

თბილისი – ამსტერდამი – თბილისი – 1 აგვისტო, 3 აგვისტო, 8 აგვისტო, 10 აგვისტო, 15 აგვისტო, 17 აგვისტო, 22 აგვისტო, 29 აგვისტო და 31 აგვისტო;

თბილისი – ვენა – თბილისი – 2 აგვისტო, 9 აგვისტო, 23 აგვისტო;

თბილისი – პარიზი – თბილისი – 4 აგვისტო;

თბილისი – ბერლინი – თბილისი – 7 აგვისტო.

აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებენ ავიაკომპანიები – “Lufthansa”, “Air France” და “AirBaltic”. კერძოდ:

ავიაკომპანია “Lufthansa” მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს 3 აგვისტოს, 7 აგვისტოს, 10 აგვისტოს, 14 აგვისტოს, 17 აგვისტოს, 21 აგვისტოს, 24 აგვისტოს, 28 ადა 31 აგვისტოს;

ავიაკომპანია “Air France” პარიზი – თბილისი – პარიზის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს 8 აგვისტოს, 12 აგვისტოს, 15 აგვისტოს, 19 აგვისტოს, 22 აგვისტოს, 26 აგვისტოს და 29 აგვისტოს;

ავიაკომპანია “AirBaltic” რიგა-თბილისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს 5 აგვისტოს, 12 აგვისტოს და 19 აგვისტოს, თბილისი-რიგას მიმართულებით კი – 6 აგვისტოს, 13 აგვისტოს და 20 აგვისტოს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ ავიაკომპანია რიგა-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ყოველ ოთხშაბათსა და კვირას იფრენს, თბილისი-რიგას მიმართულებით კი ფრენებს ასევე კვირაში 2-ჯერ შეასრულებს – ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს.

ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისათვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

სხვა სიახლეები

ლევან გელბახიანს “ევროპის ამომავალი ვარსკვლავის” ჯილდო გადაეცა

Editor

არგენტინაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის პერსონალური გამოფენა თბილისში გაიხსნება

Editor

გამოფენა „სვანეთის – ხალდეს აჯანყება 1875-1876“

Editor

საქართველოს საელჩო ჩეხეთში ნეკა სებისკვერაძესა და დავით ნოზაძეს უმასპინძლებს

Editor

ვის არ შეეხება ქალაქებს შორის გადაადგილების შეზღუდვა

Editor

ანსამბლ „იბერის“ კონცერტმა ლიუბლიანაში ანშლაგით ჩაიარა

Editor