საქართველო ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში დარჩა

ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტი ქვეყნებისთვის კორონავირუსის  გამო დაკეტეს. პირველი სიის შემდეგ იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად გაიხსნა. სიის მომზადებისას გათვალისწინებული იყო ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარება.

დღეს უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში აღარ არის ალჟირი.

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სია 15-დან 12-მდე შეამცირა, მაგრამ საქართველო ამ ჩამონათვალში დარჩა.

სიაში შედიან: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ჩინეთი და ურუგვაი.

სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.

სახმელეთო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დღემდე დაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები