ნათია თოდუა გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ონლაინკონცერტს გამართავს

ნათია თოდუა და ჯგუფი ” 50 and somehting” სპეციალურად გერმანიაში საქართველოს საელჩოს რუბრიკისთვის დღეს, საღამოს ცხრა საათზე ონლაინკონცერტს გამართავს, რომელიც საელჩოს ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ჩართვით გადაიცემა. 

კონცერტი გერმანიაში საქართველოს საელჩოს რუბრიკის ნაწილია, რომლის მიზანსაც გერმანიაში მყოფი ქართველი ხელოვანებისა და მათი შემოქმედების წარმოჩენა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ონლაინკონცერტებისა და ვიდეორგოლების მომზადება.

როგორც გერმანიაში საქართველოს საელჩო აღნიშნავს, ქართველები წარმატებით მოღვაწეობენ უცხოეთში და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაშიც საკუთარი დიდი წვლილი შეაქვთ.

პროექტში მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის წარმომადგენლები მიიღებენ, რომელთა კონცერტებიც საელჩოს სოციალური ქსელის გვერდზე წინასწარ დაანონსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები