აგვისტოს ომის მე-12 წლისთავის აღსანიშნავად, ჩეხეთში “შინდისის” ჩვენება გაიმართება 

ქართული დიასპორის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავის აღსანიშნავად, 7 აგვისტოს, 13:30 საათზე, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო “შინდისის” ჩვენებას უმასპინძლებს. 

“შინდისი” რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. მთავარ როლებს ფილმში გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები