ახალი ამბები ისტორია და ისტორიები მხოლოდ ქართული საქართველო და ქართველები სლაიდერი

მეცნიერებმა ახალი ნამოსახლარი აღმოაჩინეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობისას, მეცნიერებმა  ახალი ნამოსახლარი აღმოაჩინეს, რომელიც განვითარებულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება.

ადრეული ნამოსახლარი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარზე მრავლადაა ნაპოვნი XII-XIII საუკუნეებისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა: მოჭიქული, მოხატული და სადა ჯამები, თეფშები, დოქები, ჩაფები, ტაფები ბრინჯაოს ქვაბი, ბრინჯაოს ავგაროზი და სხვა.

წინასწარი მონაცემებით არქიტექტურული სტრუქტურა XIII საუკუნის ბოლოს, კერძოდ 1283 წლის დიდი მიწისძვრის დროს განადგურდა..

ნამოსახლარზე ნაპოვნ არტეფაქტებთან და არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, ადრეშუასაუკუნეების პერიოდის 12 ქვევრიანი მარანიცაა აღმოჩენილი და ის იშვიათ აღმოჩენათა რიგს განეკუთვნება.

არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი არგვეთი პროფესორ ზურაბ ბრაგვაძეს ხელმძღვანელობით ახორციელებს.

სხვა სიახლეები

აშშ-ში ნანა ჯენალიძის ფილმი, “გალობის რაინდები” უჩვენეს

Editor

ფილმ „შინდისის“ რეჟისორმა ჰოლივუდში ჯილდო მიიღო

Editor

„არფიანკები“, მომღერალი ქალები და „გარყვნილების საბუდრები“ ძველ თბილისში”- 6 ამბავი 

Editor

როგორ იზეიმეს ფაშიზმზე გამარჯვება საქართველოში 1945 წელს (დოკუმენტური ვიდეო) 

Editor

ქართველი მომღერალი, რომელმაც თურქული ვოისის ჟიური გააოცა

Editor

გენო პეტრიაშვილის ოქრო და გუნდური მესამე ადგილი

Editor