გაეროს განვითარების პროგრამის და დანიის მთავრობის საგრანტო კონკურსი

UNDP Georgia- ს ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამა და დანიის მთავრობა  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სოციალური ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ.

„საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.

პრიორიტეტი მიენიჭება იმ იდეებს, რომლებიც მიმართულია ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობაზე, ასევე ეფექტური სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე.“ – ნათქვამია განცხადებაში.

საგრანტო პროგრამა განხორცილდება საქართველოს ექვს რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადა: 10 აგვისტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.