ახალი ამბები დიასპორები

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრმა, “კავკასიამ” ემიგრანტებისათვის ქართული მუსიკის საღამო გამართა

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრიდან –  „კავკასია“, ცენტრის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის წევრების მიერ შესრულებული ტრადიციული ქართული ქალაქური სიმღერის საღამო პირდაპირი ტრანსლიაციით გადაიცა.

ონლაინკონცერტის ერთსაათიანი პროგრამა სპეციალურად მომზადდა ქართველი ემიგრანტების გასამხნევებლად, მათთვის Covid19-ით გამოწვეული უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლის რთული პროცესის დაძლევაში თანადგომისათვის.

ათენის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „კავკასიასთან” ერთად, კონცერტში მონაწილეობდა მუსიკალური სტუდიის აღსაზრდელი, მარიამ ბუიღლიშვილი. საღამოს უძღვებოდა ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ “კავკასიიას” დამფუძნებელი, ავთანდილ მიქაბერიძე.

შემდეგი ონლაინ საღამო მომდევნო შაბათს არის დაგეგმილი (08.08.2020), აგვისტოს ომიდან 12 წლისთავს მიეძღვნება და “კავკასიას” ფეისბუქ გვერდიდან გადაიცემა.”

სხვა სიახლეები

“ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში”- ფოტოგამოფენამ იტალიის სკოლებში გადაინაცვლა

Editor

როგორ დავამზადოთ პირბადე და სახის ფარი საკუთარი ხელით

Editor

ბარათაშვილის დღემდე ძიებაში მყოფი პოემა “ივერიელნი” ნაპოვნია

Editor

იტალიაში თუში პოეტის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

Editor

”მე მჯერა, რომ სისხლში სიყვარული გვიდუღს”

Editor

28 თებერვალს ლომერ ახვლედიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

Editor