ახალი ამბები განათლება საქართველო და ქართველები სლაიდერი ყველა სიახლე

5 აგვისტოს ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, 5 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება.

ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა. მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა, საქმე მისმა მკვლელობამ შეაფერხა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ოფიციალური თანხმობით და რუსუდან შარაძის ძალისხმევით ქართული ემიგრაციის მუზეუმი ახლა უკვე ეროვნულ ბიბლიოთეკაშია.

“მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2017 წელს რუსუდან შარაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტი (ბიბლიოთეკა, არქივი, ავეჯი და სხვა უნიკალური ექსპონატები) გადასცა.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

სხვა სიახლეები

ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერის სცენა, რომელიც ცენზურის გამო ფილმიდან ამოიღეს

Editor

“როგორღაც უნდა გავიტანოთ ეს მძიმე დღეები ერთმანეთით…”

Editor

კოტ დივუარელი ფეხბურთელი ალენ ლოიკი ქართულად მღერის

Editor

კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 207-მდე გაიზარდა 

Editor

ბელგიაში ქართველი პიანისტის კონცერტი გაიმართა

Editor

ზაზა ურუშაძის “სამ სახლს” ვაშინგტონში უჩვენებენ 

Editor