ყავის ქართული კომპანია „მეამას“ შენობა კონკურსში „Architizer A+Awards“ გამარჯვებისთვის იბრძვის

ყავის ქართული კომპანია „მეამას“ შენობა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსში „Architizer A+Awards“ გამარჯვებისთვის იბრძვის. ინფორმაცია „მეამას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

„მეამას“ შენობა სამ კატეგორიაშია წარდგენილი – საოფისე სივრცე (25 ათას კვადრატულ მეტრზე ნაკლები), ოთხსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი. ის  TikTok-სა და Jaguar-თან ერთად, “Architizer A+ Awards” საუკეთესო ხუთეულშია და წარდგენილ სამივე კატეგორიაში ლიდერობს და შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო ნაგებობად დასახელდეს.

კონკურსანტების მხარდაჭერა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდანაა შესაძლებელი.  გამარჯვებული ონლაინ–კენჭისყრით გამოვლინდება. კენჭისყრა 31 ივლისამდე გაგრძელდება.

ფინალში გასული პროექტები Architizer A+Awards-ის ვებ-გვერდზე და ჟურნალში Architizer.com განთავსდება.  გამარჯვებული პროექტი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

თბილისში მდებარე ყავის კომპანიის ოფისის პროექტი  გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. პროექტი მოიცავს ყავის მწარმოებელ ფაბრიკას, ოფისებს, სივრცეებს ყავის დაგემოვნებისთვის და ასევე მცირე გამოფენებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.