ინტერვიუ მეტი მშენებლობისთვის სლაიდერი

,,გამოიყენე შენთვის შექმნილი პირობები” – განსაკუთრებული შეთავაზება ემიგრანტებს!

ქართულ სამშენებლო სივრცეში განსხვავებული სტანდარტითა და იმიჯით კომპანია ,,მეტი დეველოპმენტი“ 9-წლიან ისტორიას ითვლის. გუნდს, რომელიც მომხმარებლისთვის მეტ კომფორტს ჰქმნის, რთული სამშენებლო ამოცანები არ აშინებს… ამას  ადასტურებს 14 განხორციელებული და 2 მიმდინარე პროექტი აქცენტით ხარისხზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, ენერგოეფექტური, შშმ პირებზე ადაპტირებული ბინებითა და სკვერებით.

დეველოპერის  პრიორიტეტებში დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულებსა და ემიგრანტებს გამორჩეული ადგილი უჭირავთ. მათ, ვისაც საკუთარი საცხოვრებელი ბინის შესაძენად ოჯახების დატოვება უწევთ. ალბათ, ამიტომაც, ,,მეტი დეველოპმენტი“ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ემიგრანტებისთვის ყველაზე საიმედო კომპანიის სტატუსს ინარჩუნებს.

მალე კომპანია 2 პროექტს ,,ეკოსითი კრწანისი“ და ,,ეკოსითი სამგორს“ დაასრულებს. დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე ,,მეტი დეველოპმენტს“ ემიგრანტებისთვის, ამჯერადაც განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. ამაზე ,,ქართულ კვირასთან“ კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი ელენე დალაქიშვილი საუბრობს.

– უკვე ტრადიციად იქცა ,,მეტი დეველოპმენტისგან” არაერთი აქცია თუ შეთავაზება ემიგრანტებისთვის. დღეს რა განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობთ მათ?

– მოგეხსენებათ, ემიგრანტები ჩვენთვის პრიორიტეტია. ისინი შორს არიან სამშობლოდან და თავდაუზოგავად შრომობენ… გვინდა განსაკუთრებული პირობები შევუქმნათ, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ღირსეულად ცხოვრება რომ შეძლონ. გვეამაყება, რომ ბოლო სამი წელიწადია საიმედოობის თვალსაზრისით,  ნომერ პირველი კომპანია ვართ ემიგრანტებისთვის, რასაც კვლევები და ფაქტებიც ადასტურებენ. ახლაც გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზება, რომელსაც სოციალური ქსელის მეშვეობით, ლაივ ჩართვა მივუძღვენით და ახლოს გავაცანით დეტალები. ვთავაზობთ შიდა უპრეცედენტო 28-თვიან  განვადებას. ჩვენმა მენეჯმენტმა კარგად იცის,  რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიის შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლონ და მიეცეთ საშუალება ბანკის ჩარევის გარეშე შეიძინონ ბინა. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი მომენტია ყოველთვიური შენატანი, რაც მეტი დეველოპენტში შესაძლებელია მხოლოდ 300 ევროდან. ყველა შეთავაზება და პირობა, რაც გვაქვს ემიგრანტებისთვის, ვცდილობთ გავაუმჯობესოთ, უფრო მოქნილი და საინტერესო გავხადოთ. გარდა ამისა, ჩვენი გაყიდვების მენეჯერები განსაკუთრებულ კომფორტს უქმნიან ემიგრანტებს. განურჩევლად სასაათო სარტყლისა, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იმყოფებოდნენ, გაყიდვების მენეჯერები მუდმივად ხაზზე არიან მათთან. კომპანია კიდევ ერთ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს: მოგეხსნებათ უამრავი დაუსრულებელი მშენებლობაა და ბევრი ადამიანი ელოდება საკუთარ ბინაში შესვლას. ჩვენი პროექტების დიდი ნაწილი ამ მიმართულებით ხორციელდება. გამოვყოფდი ,,ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებს. კრწანისის პროექტები სწორედ ,,ცენტრ პოინტის“ მშენებლობების გაგრძელებას წარმოადგენს და ჩვენი კომპანია აძლევს საშუალებას დაზარალებულებს, შეაღონ საკუთარი ბინის კარი.

 –  „მეტი დეველოპმენტი“ ემიგრანტების რჩეული სამშენებლო კომპანიაა, ისინი 3 წელია უწყვეტად, ყველაზე მეტად ენდობიან…

– ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი:  ემიგრანტები მუდმივად ხედავენ ჩვენგან სწორ დამოკიდებულებას, მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას, თუნდაც გადახდის პირობების კუთხით. კომპანიის გაყიდვების მენეჯერებს ყოველთვის გულთან ახლოს მიაქვთ მათი პრობლემები და გულისტკივილი. ხშირად ემიგრანტები თავიანთ პირად ისტორიებსაც კი გვიზიარებენ და გვიახლოვდებიან. ეს უშუალო ურთიერთობები ბინის შეძენის შემდეგაც გაგრძელებულა. საამაყოა ჩვენთვის, რომ ნდობა მოვიპოვეთ და მათ მოლოდინს ვამართლებთ.

– უნიკალური გამოცდილება დააგროვეთ პრემიუმ და ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაში. თქვენს კვალდაკვალ, წლებთან ერთად, იცვლება და იხვეწება მომხმარებლის მოთხოვნებიც… ქართველი მომხმარებელი უკვე მზად არის, მოითხოვოს  არა უბრალოდ საცხოვრებელი, არამედ თანამედროვე, ევროპული ღირებულებების შესაბამისი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი. როგორ ფიქრობთ ,,მეტი დეველოპმენტი“ რამდენად სწრაფად უწყობს ფეხს დღევანდელ გამოწვევებს?

– კომპანია 9 წელია სამშენებლო სფეროშია, ყველა პროექტი წარმატებით აქვს დასრულებული. მიმდინარე პროექტები ,,ეკოსითი კრწანისი“ და ,,ეკოსითი სამგორი“ საკმაოდ მასშტაბური გამოდის. 2 ბლოკი 12 სართულიანია, ხოლო დანარჩენი 3  ბლოკი 20 სართულს ითვლის. ჯამში ვფარავთ დაახლოებით 200 000 კვ. მეტრს. სამგორის A ბლოკის მშენებლობა მალე დასრულდება. დაახლოებით 3-4 თვეში მობინადრეებს ექნებათ საშუალება, დაიწყონ შიდა სარემონტო სამუშაოები. პროექტები დაახლოებით 12-14 თვეში დასრულდება. კომპანიის მიზანი არა ,,ბეტონის ქალაქის“ აშენება, არამედ ინოვაციური და გამორჩეული პროექტების შექმნაა – გამწვანებული და სარეკრეაციო ზონებით დატვირთული, რათა მაცხოვრებლებს ჰქონდეთ მეტი კომფორტი. უამრავ უპირატესობას შორის, ამ ფაქტორს გამორჩეული ადგილი უჭირავს.

აქვე, გამოვყოფდი მაღალი ხარისხის ხმის და თბოიზოლაციას, რაც სიმყუდროვის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მშენებლობისას; მეტი დეველოპმენტის ენერგოეფექტური ბინები კი, კომუნალური გადასახადების 60%-ის დაზოგვის საშუალებას იძლევა. ჩვენი კომპანია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო ბლოკს იყენებს, რის შედეგადაც ბინები არის სეისმურად მედეგი. ეკოლოგიურობის თემას თუ გავაგრძელებთ, ჩვენს პროექტებს სიჯანსაღეს სძენს ის ფაქტორიც, რომ არ ვღებავთ ფასადებსა და სადარბაზოებს, მოპირკეთება ქვით ხდება. ყველაფერი ძალიან ახლოსაა იმ კომფორტთან, რაც თანამედროვე სამყაროში ადამიანს სჭირდება. მათ შორის, მაღალი ხარისხის ლიფტები, ელექტროდამტენები ავტომობილებისთვის, ფართო პარკინგი, ველობილიკები და სხვა. ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსებში მომხმარებელს დახვდება ინკლუზიური გარემოც. საქართველოში პირველი პრეცედენტი შევქმენით და მომხმარებელს შევთავაზეთ შშმ პირებზე ადაპტირებული საცხოვრებელი ბინები.

– “დღეს სიტყვა “მწვანე”, ,,ეკოლოგიური”, ,,ენერგოეფექტური“ ძალიან ტრენდული გახდა მშენებლობისა და დეველოპმენტის სექტორში. ტენდენციად იქცა კომპანიების კონკურენციაც ამ მიმართულებით. როგორ ფიქრობთ ამ ყველაფერში რა როლი აქვს ,,მეტი დეველოპმენტს”?

– ვფიქრობ, ,,მეტი დეველოპმენტს“ ნამდვილად  მიუძღვის წვლილი. მნიშვნელოვანია რა ხდება უშუალოდ კომპანიის ბირთვში. გარემოზე ზრუნვა კომპანიის შიგნიდან იწყება. მაგალითად, ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და არ დადის ავტომობილით, ბევრი ველოსპედით ან სკუტერით გადაადგილდება, ზოგსაც ელექტრომობილი ჰყავს. ვცდილობთ, ოფისში ნაკლებად გამოვიყენოთ ისეთი საგნები, რაც გარემოს აზიანებს. ეს იქნება პოლიეთილენის პარკი, ერთჯერადი ჭურჭელი თუ სხვა. არცთუ ისე ცოტანი ვართ გუნდში და მსგავსი კულტურის ჩამოყალიბება და გავრცელება თავისთავად ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია გარემო – რას სთავაზობ მობინადრეს. შენ უბიძგებ იმ ცხოვრების სტილის შექმნისკენ, რაც ბინის შეძენის შედგომ შეუძლია ჰქონდეს. მაგალითად, როდესაც დაგხვდება ახალ გარემოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარაციის ყუთები, შენც ბუნებრივად ხდები ეკოლოგიური სისუფთავის, სიჯანსაღის მიმდევარი; ან როდესაც გაქვს კომფორტი, რომ გადაადგილდე ველოსიპედით, შეიძლება აღარც მოგინდეს ავტომობილის ხშირი გამოყენება და ნაკლებად დააბინძურებ გარემოს. კომპანიის მსგავსი მიდგომები დიდ გავლენას ახდენს გარემოზე და მივესალმებით, ყველა კომპანიას, ვინც ამ მიმართულებით თავის პატარა წვლილს შეიტანს ამ საქმეში.

– ალბათ უდიდესი პასუხისმგებლობა, სტიმული და მოტივაციაა, როდესაც უამრავ კომპანიაში შენ გირჩევენ, რას უნდა ელოდონ ემიგრანტები მომავალში თქვენგან? რა იქნება კომპანიის მთავარი გამოწვევა?

– აღნიშნული შეთავაზებები, გაგრძელდება 2 კვირის განმავლობაში. ახალ მშენებლობებს რაც შეეხება, დაახლოებით 7 პროექტი განიხილება და სიახლეებს მალე გავაცნობთ საზოგადოებას. ცოტა ხნის წინ, ხელი მოეწერა პროექტს გორში, რაც ასევე დაუსრულებელი მშენებლობა იყო და მალე დავიწყებთ გაყიდვების პროცესს. ის მაცხოვრებლები, რომლებიც  დიდი ხანია ბინების დასრულებას ელოდებიან, მიეცემათ საშუალება ახალი ბინის კარი შეაღონ. სხვა სიახლეებთან დაკავშირებით კი, ადევნეთ თვალი ჩვენს ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელს ან დაგვირეკეთ: 591 38 10 10 / 591 42 10 10

სხვა სიახლეები

საქართველოს სტენდმა გამოფენაზე საუკეთესოდ ორგანიზებული სტენდის ტიტული მიიღო

Editor

”Mundus Vini”- ზე „მეღვინეობა ხარებას“ საფერავი პრემიუმი ოქროს მედლით დაჯილდოვდა

Editor

“მთელი მსოფლიო მტკივა ახლა, განსაკუთრებით იტალია…”

Editor

“იცით, დიაგნოზზე რთული რა არის? ის ,რომ მარტო ხარ, ვერავის დაეყრდნობი”

Editor

მონასტრის კედლებში შექმნილი შთამბეჭდავი ნამუშევრები – დედა ბარბარეს საოცარი ხელოვნება ხარების მონასტრიდან

Editor

„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში“

Editor