მორიგი სპეცრეისი ათენიდან 28 ივლისს განხორციელდება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მორიგი სპეცრეისი ათენიდან 28 ივლისს განხორციელდება.
ჩამოფრენა დაგეგმილია 15:10 საათზე, ხოლო გაფრენა – 15:40 საათზე (თბილისის დროით).
სპეცრეისს ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს. ყველა ბილეთი ორივე მიმართულებით გაყიდულია. ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ ყველა მგზავრი შემოწმდება, ხოლო შემდეგ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
ქუთაისიდან ათენში მიმავალმა მგზავრებმა გამგზავრებამდე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა ვებ-გვერდზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა 22 860 ადამიანი, ადგილზე დახმარება გაეწია 22 600-ზე მეტ მოქალაქეს.