,,საუკუნის შემდეგ, მოსწავლე რომ გეტყვის ,,ჩემი სამშობლო საქართველოა“, რა დაკარგავს ჩვენს გენს…“

ქალაქ სტამბოლში, ბეიქოზის რაიონში არსებობს ბეიქოზი-ბათუმის ქართული საზოგადოების ასოციაცია. ასოციაციის ბაზაზე, 2018 წლიდან თურქეთში მცხოვრებ ქართველებს – ,,ჩვენებურებს” ქართულ ენას ასწავლიან. ვიდეობლოგის სტუმარი ასოციაციის პედაგოგი ქალბატონი მერი დიასამიძეა, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება ქართულ საქმეს. მას მიღებული აქვს უამრავი სერთიფიკატი, სიგელი თუ მადლობის წერილი.

7 წლის წინ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო თურქეთში სამკურნალოდ წასვლა მოუწია. პროფესიით პედაგოგია, გარკვეული ხნით სასამართლო სისტემაში მანდატურადაც მოუხდა მუშაობა (ის პირველი მანდატურია დასავლეთ საქართველოში). სტამბოლში ჩასვლის შემდეგ კი, ,,ჩვენებურების“ მასწავლებელი გახდა.

უფრო დაწვრილებით როგორ აღმოჩნდა სტამბოლში და გახდა ,,ჩვენებურების” პედაგოგი, როგორ ხდება ქართული ენის სწავლება საკვირაო სასწავლებლებში, რამდენად დიდია მოთხოვნა და რა ასაკის ადამიანები ინტერესდებიან მშობლიური ენის შესწავლით, ნახეთ ვიდეობლოგში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.