“რუსულ გაკვეთილებს” სამხრეთ კორეაში უჩვენებენ 

კორეის თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმის და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, კორეის ომის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური პროგრამის – „Unflattening”-ის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი: „რუსული გაკვეთილები“.

ნამუშევარი მოგვითხრობს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პარალელურად, ორი რეჟისორის (ოლგა კონსკაია და ანდრეი ნეკრასოვი) ფრონტის სხვადასხვა მხარეს მოგზაურობის და მათი თვალით აღქმული პოლიტიკის, კულტურის, ისტორიის და ადამიანური განცდების შესახებ.

ფილმის ნახვის შესაძლებლობა, მუზეუმის დამთვალიერებლებს შეეძლებათ კორეული სუბტიტრებით, სამ სეანსზე: 13 და 29 აგვისტო, ასევე 11 სექტემბერი 15:00 საათზე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მუზეუმის ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მუზეუმში ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.