ისტორია და ისტორიები მხოლოდ ქართული სლაიდერი

მზია კვირიკაშვილი – “სიცილის დედოფალი თუ ჩაპლინი კაბაში ?!” 

“თქვენ იცით, რომ ცხოვრებაში იუმორისტები ყველაზე მოწყენილი ადამიანები არიან – მოწყენილი არლეკინები?! ჩვენ გულში იმდენი ადამიანური ტკივილი გვაქვს! მაგრამ… ფარდის უკან ცრემლს მოიწმენდ და სცენაზე მანათობელი ღიმილით გამოდიხარ, დარბაზს აიძულებ, რომ გაიცინონ. ჯერ კიდევ ჩაპლინი ამბობდა, ადამიანების გაცინება გაცილებით ძნელია, ვიდრე ატირება!” – ეს სიტყვები “სიცილის დედოფალს”, მზია კვირიკაშვილს ეკუთვნის.

ქართლოს კასრაძე მას ასე უწოდებდა – “ჩაპლინი კაბაში”. ერთხელაც სცენაზე ასე გამოაცხადა – მე თუ სიცილის მეფე ვარ, ახლა მინდა, სიცილის დედოფალი ვიხმო სცენაზეო. მაყურებელმაც აიტაცა ეს სახელი და მზია კვირიკაშვილს სიცილის დედოფალი შეარქვა:

“თუ ხალხის სიყვარულს მოიპოვებ, მათ წინაშე თავი არ უნდა შეირცხვინო. პასუხისმგებლობის გრძნობა ყველა სხვა გრძნობას აღემატება ჩემში. სცენაზე გასვლა ჩემთვის სასამართლო პროცესის ტოლფასია, მაგრამ, როდესაც აპლოდისმენტები დიდია, სცენიდან გასვლა აღარ მინდა… მეც ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და ისევე მაწუხებს პრობლემები, როგორც სხვა რიგით ადამიანებს. ძალიან მტკივა ჩემი სამშობლოს ბედი, მისი აწმყო, მისი ტკივილი. ვნატრობ, ქართველმა ხალხმა შეძლოს ნორმალური ცხოვრება. ამდენ მათხოვარს და მშიერ ადამიანს რომ ვხედავ, გული მისკდება. ეს მტანჯავს ყველაზე მეტად. მაგრამ თუ იუმორს და ხუმრობას არ გადავაყოლე გული, მოვკვდები. იუმორი ძალიან მშველის. როდესაც ვინმე ცუდ ხასიათზეა, მაშინვე ხუმრობას ვიწყებ და ვცდილობ, გავაცინო. თუ ადამიანი ვარ…”

ქართველი ესტრადის მსახიობი, საქართველოს „სიცილის დედოფლად“ წოდებული მზია კვირიკაშვილი 2010 წლის 28 ივლისს ღვიძლის კიბოსგან გარდაიცვალა.

სხვა სიახლეები

“წადით სვანეთში, რომელიც დასავლეთ ალპებს ჰგავს, მაგრამ 500 მეტრით მაღლაა – #უშბა“

Editor

ხელოვნების სასახლის კოლექცია წელს პირველი ახალი ექსპონატით შეივსო

Editor

,,არც ისე წვიმს, როგორც ქუხდა“- რა შეცვალა ლეგალიზაციის კანონმა იტალიაში

Editor

ინფორმაცია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ

Editor

4 წლის მათე გიორგაძე – ყველაზე ახალგაზრდა რეინჯერი

Editor

15 ტრენდი ინტერიერში – რა იქნება მოდური 2020 წელს

Editor