“იმუშავე დისტანციურად საქართველოდან”- New York Post საქართველოს ახალი პროექტის შესახებ წერს

„6 შესანიშნავი და ხელმისაწვდომი ადგილი, საიდანაც მთელ მსოფლიოში დისტანციურად მუშაობას შეძლებთ.“ New York Post ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს და 6 ქვეყანას ასახელებს, სადაც პოსტ კოვიდურ პერიოდში უცხოელებს დისტანციურ მუშაობას სთავაზობენ. საქართველოსთან ერთად გამოცემის ჩამონათვალში შემდგენი ქვეყნები შევიდნენ: გერმანია, ესტონეთი, ჩილე, ბარბადოსი და კოსტა-რიკა.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო საცხოვრებლად დაბალი ფასებით გამოირჩევა, ეს ქვეყანა კერძების სამოთხეა, საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-6 პოზიციას იკავებს.“- წერს New York Post-ის ჟურნალისტი და მკითხველს თბილისის ისტორიულ უბნებში უძრავი ქონების ყიდვისა და დაქირავების ფასების შესახებ ინფორმაციას აწვდის.“

საქართველოს მთავრობა ახალი პროექტის ფარგლებში დისტანციურად მუშაობის მსურველ საერთაშორისო ვიზიტორებს ქვეყანაში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.