რა შემთხვევაში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გამოგზავნილი 3-თვიანი მოწვევით შეძლებენ, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის, აჭარის მაცხოვრებლები, თურქეთის რესპუბლიკიდან, დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი, ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა, ისინი უკან დაბრუნებისას, ვალდებულნი იქნებიან, საკარანტინო რეჟიმი გაიარონ. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა აღნიშნული გადაადგილება, გადადინება ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლებისა და გარემოებების გათვალისწინებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.