გამოფენა – „საქართველოს კურორტები“ გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში  ახალი გამოფენა – „საქართველოს კურორტები“ გაიხსნა.

ეროვნული არქივის ფოტოკოლექციიდან ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1920-2000-იან წლებში გადაღებული საქართველოს სხვადასხვა კურორტი, როგორც დღემდე მოქმედი და პოპულარული, ისე ნაკლებად ცნობილი; როგორც ზღვისპირა, ისე მთის, ბალნეოლოგიური და სხვა. ფოტოები ასახავს ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ბუნებას, კავკასიონის მთებსა და შავიზღვისპირეთის განუმეორებელ პანორამებს.

გამოფენაზე ნახავთ  გაგრის, ბიჭვინთის, ლიძავას, გუდაუთის, ახალი ათონის, ტყვარჩელის, მენჯის,  ქობულეთის, ციხისძირის, მახინჯაურის, წყალტუბოს, აბასთუმნის, ბორჯომის, ცემის, ჯავის, სიღნაღის, ლაგოდეხის, ფასანაურის, მესტიის, ბეშუმის, ყაზბეგის, ლებარდეს, კვერეთის, სულორისა და სხვა დასახლებების სანატორიუმებს, დასასვენებელ სახლებსა და ტურისტულ ბაზებს.

საგამოფენო პავილიონში მოქმედებს შეზღუდვები და დამთვალიერებელმა უნდა დაიცვას შესაბამისი რეკომენდაციები.

 საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია სექტემბრამდე  გაგრძელდება.

ეროვნული არქივის თანამედროვე საგამოფენო სივრცე 2016 წელს გაიხსნა. გახსნის დღიდან პავილიონმა 60-მდე ექსპოზიციასა და 10 000-ზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.