Georgian Airways-ი ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას აგვისტოშიც განაგრძობს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას აგვისტოშიც განაგრძობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ჩარტერული ფრენების შესრულებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

  • 1 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 2 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 3 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 8 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 9 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 10 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 15 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 17 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 22 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 23 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 29 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 31 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა დღეს, 2 დღის წინ მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები