ჩეხეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისათვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს
ჩეხეთის მთავრობა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის დაწესებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჩეხეთის წამყვან უნივერსიტეტებში გაიარონ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამა, როგორც ჩეხურ, ასევე ინგლისურ ენაზე.
2020 წელს პროგრამისათვის 7 ქვეყანა შეირჩა – ბოსნია და ჰერცოგოვინა, ეთიოპია, საქართველო, კამბოჯა, მოლდოვა, უკრაინა და ზამბია. აღნიშნული პროგრამით ფარგლებში, ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებით 20 000-ზე მეტმა უცხოელმა სტუდენტმა უკვე ისარგებლა.
დაინტერესებულ აპლიკანტებს საბუთების გაგზავნა ელექტრონულად, 30 სექტემბრამდე შეეძლებათ.