ათენის ქართული ანსამბლი “კავკასია” ემიგრანტებისთვის კონცერტს გამართავს
ათენის ქართული კულტურის ცენტრი “კავკასია” სპეციალურად ემიგრანტებისათვის ქართული ქალაქური სიმღერების ლაივსაღამოს დღეს, 25 ივლისს, საღამოს 20 საათზე გამართავს. გარდა პირდაპირი ტრანსლაციისა, სპეციალური მოსაწვევებით შესაძლებელი იქნება ადგილზე დასწრებაც. ტრადიციულ ქართულ სიმღერებს ქალაქ ათენის ვოკალურ-ინსტრუმენტური ანსამბლი „კავკასია“ შეასრულებს.
ადგილების შეზღუდულობის გამო, დასწრების მსურველებისათვის სასურველია წინასწარი რეგისტრაცია ☎ 6998.772283 / 6999.640412. მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომბრის), I სართული („ვიქტორიას მოედანი“). ზარის ღილაკი: ΚΑΥΚΑΣΟΣ. ათენის განათლებისა & კულტურის ცენტრი „კავკასია“.