MADE IN GEORGIA – ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის უნიფორმები საქართველოში შეიკერება
ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის ფეხბურთელები “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარების დამზადებული უნიფორმებით ითამაშებენ. ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
MADE IN GEORGIA – სწორედ ასეთი წარწერა ექნება მათ ფორმებს, რომელიც რუსთავში, ახალ საწარმოში შეიკერება, რომელსაც კომპანია „აჭარა ტექსტილი“ აშენებს. ფაბრიკაში „ქართლი ტექსტილი“ 3 ათასი ადამიანი დასაქმდება.
კომპანიის დირექტორის განცხადებით, ფორმების გამოშვება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და 2021 წელს, ცნობილი გუნდის ფეხბურთელები სწორედ საქართველოში დამზადებული უნიფორმებით ითამაშებენ.
კომპანია „აჭარა ტექსტილი“, რომელიც 20 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს, აღნიშნული თანხით უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს, რაც მას საშუალებას მისცემს, ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.