„Lonely Planet“ პროექტს “იმუშავე დისტანციურად საქართველოდან„ ვრცელ სტატიას უძღვნის

სამოგზაურო პლატფორმამ “Lonely Planet” საქართველოს მთავრობის ახალ პროექტს “იმუშავე დისტანციურად საქართველოდან„ ვრცელი სტატია და ვიდეო რგოლი მიუძღვნა. – ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობით, ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ვიზიტორებს ქვეყანაში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

„კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო საზღვრების დახურვამ გვაიძულა გადავხედოთ ჩვენს სამუშაო და სამოგზაურო გზებს. პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება. კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს საქართველომ მყისიერი პასუხი გასცა, შედეგად ამ ქვეყანაში ინფექციის მხოლოდ 1000 შემთხვევაა დაფიქსირებული.

საქართველოს მთავრობის სურვილია „ფრილანსერები“ და თვთდასაქმებულები მოიზიდოს, რომ იცხოვრონ და იმუშაონ საქართველოდან. ამ პროექტის მიზანია, ეკონომიკის სტიმულირება და საზღვრების ეტაპობრივი, უსაფრთხო და კოორდინირებული გახსნა.“-წერს “Lonely Planet”-ის ჟურნალისტი რიჩარდ ქოლეთი.

„საქართველო ეს არის შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით, მთებით, მდინარეებითა და კლდოვანი სანაპიროებით მდიდარი ქვეყანა. საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტი შეიძლება, თქვენი ახალი ოფისი გახდეს“, – აღნიშნულია სტატიაში.

საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ. რაც მოიცავს: სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.