Georgian Airways აგვისტოში ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით 12 ჩარტერულ რეისს შეასრულებს
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას აგვისტოშიც გააგრძელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ჩარტერული ფრენების შესრულებას შემდეგი განრიგით გეგმავს:
• 1 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
• 2 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი
• 3 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
• 8 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
• 9 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი
• 10 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
• 15 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
• 17 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
• 22 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
• 23 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი
• 29 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
• 31 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
აღნიშნულ რეისებზე ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს გასცა