ინა და ნინა ჩანტლაძეები ფრანკოფონიის ფესტივალის პოეზიის საღამოზე
ინა და ნინა ჩანტლაძეებმა ქართული ლიტერატურა წარადგინეს ფრანკოფონიის ფესტივალის პოეზიის საღამოზე, რომელიც ქ. ვაშინგტონში გაიმართა. ტყუპმა დებმა სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკები „მეფე და მხატვარი“ და „კუ და მორიელი“ წაიკითხეს ქართულ და ფრანგულ ენებზე.
აშშ-ში საქართველოს საელჩო, პარტნიორ დიასპორულ ორგანიზაციებთან ერთად, წლებია მონაწილეობას ღებულობს ქ. ვაშინგტონის ყოველწლიურ ფრანკოფონიის ფესტივალში, რომელიც წელს პანდემიის გამო სახეცვლილი ფორმატით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.