„ქართველი ლამაზმანი“ – კარლო გოლდონის 5 მოქმედებიანი ტრაგიკომედია

„ქართველი ლამაზმანი“ კარლო გოლდონის 5 მოქმედებიანი ტრაგიკომედიაა, რომელიც 1761 წლის დეკემბერში ვენეციის სან ლუკას თეატრში დაიდგა და მაყურებელთა შესაშური ინტერსი დაიმსახურა. მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა ამ უნიკალური ტრაგიკომედიის პირველი გამოცემა იპოვა  და იმედია მას მალე საქართველოში ვიხილავთ. ამის ესახებ გიორგი კალანდია წერს თავის ფეისბუქ გვერდზე,

„ამ ამბავს ალბათ დიდხანს ვერ გავიგებდი რომ არა ჩემი მეგობარი და მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გელოვანი @archil gelovani, რომელმაც უკვე იპოვნა ამ უნიკალური ტრაგიკომედიის პირველი გამოცემა, ისიც ზუსტად ვიცი რომ აუცილებლად იყიდის და ჩამოიტანს საქართველოში! არჩილ მეამაყები ძმაო!“

კომედიის შინაარსის მიხედვით ტირანი მეფე დადიანი, რომელიც ერთ გვირგვინქვეშ საქართველოს გაერთიანებას ცდილობს ომს უცხადებს გურიის თავად „ბაჰარატს“ (ბაჩარატს), რომელმაც დაივიწყა ვალდებულება ხარკის სახით სპარსეთის მეფისათვის 100 ქალწული გაეგზავნა, ამ შეცდომის სანაცვლოდ ბაჰარატმა დადიანს საკუთარი მშვენიერი ქალიშვილი თამარი შესთავაზა, ამ უკანასკნელმა კი წარმოქმნილი უთანხმოება გონიერებითა და სიმშვიდით მოაგვარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.