ინფორმაცია საბერძნეთში ბინადრობის უფლების ვადებთან დაკავშირებით

ბევრ ადამიანს აინტერესებს ინფორმაცია საბერძნეთში ბინადრობის უფლების ვადებთან დაკავშირებით. სწორედ ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი პაატა სიმსივე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ბინადრობის უფლებებთან დაკავშირებულ შექმნილ ქაოსში შევეცდები ცოტა სიცხადე შევიტანო:

  1. ყველა ის ბინადრობის უფლება რომელსაც ვადა გაუვიდა 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 11 მარტის ჩათვლით და შესაძლებელი იყო მათი გადავადება, და ასევე ის ბინადრობის უფლებები რომლებსაც ვადა გაუვიდათ ან გასდით 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ითვლება ავტომატურად გადავადებულად 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
  2. ყველა ის ჩაბარების მოწმობა (ვევეოსი) ან სპეციალური მოწმობა (იდიკი ვევეოსი) რომლებსაც ვადა გაუვიდათ 2020 წლის 11 მარტის ჩათვლით და შესაძლებელი იყო მათი გადავადება, და ასევე ის ვევეოსები, ან იდიკი ვევეოსები რომლებსაც ვადა გაუვიდათ ან გასდით 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ითვლება ავტომატურად გადავადებულად 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
  3. ყველა ის ბინადრობის უფლება რომელსაც ვადა გაუვიდა 1 ივლისიდან 19 ივლისამდე შესაძლებელია მათი გადავადება და ვინც ამ კატეგორიაში ხართ უნდა იჩქაროთ რომ რანდევუ დანიშნოთ რაც შეიძლება მალე. გადავადების პირობები განსხვავდება იმის მიხედვით თუ რომელ უწყებას მიეკუთვნება ადამიანი. მაგ. სხვა ვადები აქვს პალინს და სხვა ვადები ათენს (ეს სხვაობები განსაკუთრებით ეხება ე.წ. ჩაბარების მოწმობებს – ვევეოსებს).
  4. ყველა ის ბინადრობის უფლება რომელსაც ვადა გაუვიდა, ან გასდის 2020 წლის 20 ივლისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე ითველაბა/ჩაითველება გადავადებულად ვადის გასვლის დღიდან 8 თვით.

ანუ, რომ შევაჯამოთ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ისინი, ვისაც 1-19 ივლისამდე გაუვიდათ ვადა. არსებობს რისკი, რომ თუ ახლავე არ მიხედეთ საქმეს შეიძლება საბუთები გაგიფუჭდეთ.“- წერს პაატა სიმსივე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები